ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები 30 აპრილამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპის თქმით, აშშ-ში ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უმაღლეს წერტილს, სავარაუდოდ, ორ კვირაში მიაღწევს.
შეერთებულ შტატებში, ამ ეტაპზე, კორონავირუსის 140 000 დადასტურებული შემთხვევაა.
ოფიციალური მონაცემებით, ვირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 2 497 ადამიანი. განკურნება კი ამ დრომდე 4 767-მა ადამიანმა შეძლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.