„ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს შეგვეძლო რომ გავმკლავებოდით საგანგებო ვითარების შემოღების გარეშე, თუმცა ინტერესი იყო ერთი მხოლოდ, რომ რამენაირად ივანიშვილს თავი აერიდებინა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, აცხადებს ნიუ იორკში ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში „საქართველოს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე.
„საქართველოში გაცილებით უფრო მძიმეა ვითარება, ვიდრე ამას ხელისუფლება ან ოპოზიცია აღნიშნავს. გაცილებით საფრთხის შემცველი იყო იგივე საგანგებო მდგომარეობის შემოღება. გაცილებით საფრთხის შემცველია ის ეკონომიკური უკუსვლა რეალურად, ვიდრე ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური საფრთხე, რომელსაც შეგვეძლო რომ გავმკლავებოდით საგანგებო ვითარების შემოღების გარეშე და მე აქამდეც ვეუბნებოდი ქართულ მთავრობას, რომ ეს პირიქით, დააზარალებდა სახელმწიფოს, თუმცა ინტერესი იყო ერთი მხოლოდ, რომ რამენაირად ივანიშვილს თავი აერიდებინა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და რეალურად, ივანიშვილი არანაირად არ აპირებს არჩევნების ჩატარებას. თუმცა გეგმა „ბე“-ში შედის, სამთავრობო კაბინეტის გეგმა „ბე“-ს წარმოადგენს სწორედ რომ გადანაწილებულია აბსოლუტურად საარჩევნო ოლქები, იგივე მაჟორიტარული ოლქები რეალურად შეთანხმებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ხოლო რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, პროპორციული არჩევნების შედეგები ბატონებო უკვე შავით თეთრზე წერია ივანიშვილის მაგიდაზე“, აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.