ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
30-03-2020, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან, რწმუნებულის მოადგილესთან, აკაკი შენგელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოცვისა და თხილის ბაღებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 

 


შპს „ბლუბერი ფარმი”, რომელიც გასულ წელს დაარსდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, 50 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაციას აშენებს. დღეის მდგომარეობით, 21 ჰექტარზე დარგულია 67 200 ნერგი, რომლებიც  პოლონეთიდანაა იმპორტირებული.

 

 

როგორც კომპანიის საველე მენეჯერმა, ნიკოლოზ კურტანიძემ განმარტა, იგეგმება პლანტაციის გაფართოება და შემნახველ-გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა. კომპანიას დასაქმებულია ჰყავს მუდმივად 12, ხოლო სეზონურად - 150  ადამიანი. 

 

 

კოოპერატივში „აგროლიხაური“ 32 მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. თხილის პლანტაციის მთლიანი ფართობი 43 ჰექტარს მოიცავს. ამ ეტაპზე  მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები. კოოპერატივი მონაწილეობას იღებდა „ENPARD”-ისა და „ელკანას“ პროექტებში.

 

 

„ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. გურიის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს მოცვისა და თხილის ბაღების გაშენება. შპს „ბლუბერი ფარმი“ სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარია - სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა 250 000 ლარს შეადგენს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული თხილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია; ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს თხილის პლანტაციების დამუშავება. თხილის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

 

 

გურიის სახელმწიფი რწმუნებულის, ზურაბ ნასარიას განცხადებით, საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში. 

 

 

„უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საველე სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია, საგაზაფხულო სამუშაოები არ შეფერხდეს, რათა რეგიონმა მოსავალი მიიღოს“, - აღნიშნა ზურაბ ნასარაიამ.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი