კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნინოწმინდის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით (პასუხისმგებელი პირი: მერი ანი მოსოიანი) საორგანიზაციო გონყოფილების მთავარი სპეციალისტის, არტურ არზუმანიანის, შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ტიგრან ალვანჯიანის უშუალო ჩართულობით, 2020 წლის 30 მარტიდან ქალაქ ნინოწმინდაში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით მოსახლეობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სომხურ და ქართულ ენაზე რეკომენდაციებს აცნობენ.
რეკომენდაციების მოსმენა ქალაქისა და სოფლების ეზოებში მოსახლეობისათვის უფრო შორ დისტანციაზე იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.