შიმონ პერესი: მე 92 წლის ვარ და არასოდეს ვყოფილვარ შვებულებაში... ესეც დროის ფუჭად კარგვაა
14-09-2015, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

92 წლის შიმონ პერესმა, ისრაელის ყოფილმა, რიგით მე-9 პრეზიდენტმა (2007 წლიდან 2014 წლამდე) კიევში ძალზე საინტერესო სიტყვა წარმოთქვა. მან უკრაინელებს უთხრა, რომ მათი ქვეყანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მსოფლიოში, სოფლის მეურნეობის სფეროში, თუმცა ურჩია: "თუ გინდათ რამეს მიაღწიოთ, უნდა იმუშაოთ, ციდან არაფერი ცვივა, ჩვენ ისრაელში ბევრს ვმუშაობდით".


მან ასევე იკითხა, თუ რატომ გადიან ადამიანები შვებულებაში და თავადვე ასე გასცა პასუხი: "ეს დროის ფუჭად კარგვაა. მე 92 წლის ვარ და არასოდეს ვყოფილვარ შვებულებაში".


გთავაზობთ შიმონ პერესის სიტყვის თარგმანს.


"ჩვენ ვოცნებობდით ჩვენს მიწაზე, მაგრამ მიწა, რომელიც მივიღეთ არ იყო ოცნება. ეს იყო ახლო აღმოსავლეთში პატარა მიწა, რომელიც ჩვენ არც თუ ისე კარგად მოგვეპყრო. იქ იყო ჭაობიანი, კოღოებით სავსე, სამხრეთით უდაბნო, ქვიანი მიწა. არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა კოღოებსა და ქვებს შორის. დაგვხდა ორი ტბა მკვდარი და მომაკვდავი, იყო ცნობილი მდინარე იორდანე, მაგრამ დამშრალი. არანაირი ბუნებრივი რესურსები, არც ოქრო და არც ნავთობი. ამბობდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არის ორი ტიპის ქვეყანა - ქვეყნები ნავთობით და წმინდა ქვეყნები. ჩვენ შეგვხვდა წმინდა ქვეყანა, იმიტომ რომ იქ სხვა არაფერი იყო, ჩვენ მარტონი ვიყავით. არავინ იყო ჩვენს გარშემო ერთმორწმუნე, ჩვენი ენა არავის ესმოდა. არც ისტორიული მეზობლები გვყავდა გარშემო და ეს ხდებოდა ჰოლოკოსტის შემდეგ. ჩვენ მივედით იქ და მართლა არ ვიცოდით რა გვექნა. ხალხი მეკითხებოდა როგორ შევინარჩუნოთ აქტიურობა. ეს ძალიან მარტივია. დაითვალეთ გონებაში თქვენი მიღწევები და ოცნებები.


თუ ოცნებები უფრო მეტია, ვიდრე მიღწევები ე. ი. თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხართ.


ჩვენ მივხვდით, რომ ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრე ადამიანია. ადამიანებმა გაამდიდრეს მიწა და არა პირიქით. ჩვენ გავხდით მეცნიერები. ყველა ფერმა ისრაელში, ყველა კიბუცი ფიქრობდა იმაზე როგორ განევითარებინა სოფლის მეურნეობა უწყლოდ და უმიწოდ. მე თვითონ მაშინ ვსწავლობდი აგრარულ უნივერსიტეტში, ვცდილობდით საირიგაციო სისტემის მოწყობას, ხეებს თბილი წყლით ვრწყავდით, გვეგონა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.


ჩვენდა გასაოცრად დავადგინეთ, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებულია არა მხოლოდ მიწაზე, არამედ მაღალ ტექნოლოგიებზე, - მართლა მუშაობს და შედეგს იძლევა. ჩვენ ახლა საკმარისი წყალი გვაქვს. საერთოდ წყალს პოულობენ, ის არ მოიპოვება როგორც ნავთობი, მაგრამ ჩვენ შევძელით და მოვიპოვებთ მას. ზღვის წყლის გამტკნარება დავიწყეთ. ჩვენ „მივაგენით“ ხილსა და ბოსტნეულს, რომელსაც ბევრი წყალი არ სჭირდება. გამოვიყვანეთ ახალი ჯიშები, რომლებიც შეეგუენ უდაბნოს. ეს არის ჩვენი საიდუმლო.


მომავლისათვის მთავარია არა ის რას პოულობ, არამედ ის რა გინდა რომ გააკეთო.


ჩვენ არ გვყავდა ხალხი, არ გვქონდა შეიარაღება, არასოდეს გვიომია, სულ 450 000 ვიყავით, არ გყვავდა გენერლები, არ გვქონდა სამხედრო გამოცდილება. როცა გადაწყდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა, ჩვენ უკვე ომში ვიყავით ჩართული. რა უნდა გვექნა?


არჩევანი ასეთი იყო:


პირველი – ხალხი უნდა გამხდარიყო მამაცი, მათ უნდა შეეგნოთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვქონდა, უნდა გაგვემარჯვა. თუ ერთხელ მაინც დავმარცხდებოდით, ამით დამთავრდებოდა ჩვენი ისტორია.


მეორე – ჩვენ არ გვქონდა იარაღი. დავიწყეთ მისი წარმოება. არმია უკეთესი რომ გაგვეხადა დავისწყეთ IT-ტექნოლოგიების განვითარება. ისრაელის IT-სექტორი მთლიანად ჯარზე მუშაობდა, ეს იმიტომ რომ გარშემო მხოლოდ მტრები გვეხვია.


რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? ახალგაზრდებო, მეგობრებო, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, თქვენ ბევრად მეტი გაქვთ, ვიდრე გვქონდა ჩვენ. ნუ იზარმაცებთ! თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბევრად მეტი. შექმნათ ისეთი რამ, რაზეც აქამდე ხელი არ მიგვიწვდებოდა.


უკრაინა - ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის სფეროში. თუ გინდათ რამეს მიაღწიოთ, უნდა იმუშაოთ, ციდან არაფერი ცვივა, ჩვენ ისრაელში ბევრს ვმუშაობდით, რა არის ამაში ცუდი? რატომ მიდიან ადამიანები შვებულებაში ეს დროის ფუჭად კარგვაა. მე 90 წლის ვარ და არასოდეს ვყოფილვარ შვებულებაში. მეკითხებიან - გაგიჟდი? როდის ისვენებ? მაგრამ მე დასვენებას მუშაობა მირჩევნია. მუშაობის დროს ბედნიერი ვარ. ნუ იქნებით პესიმისტები, ესეც დროის ფუჭად კარგვაა.


მეცნიერებას უნდა მივსდიოთ. მას საზღვრები არ აქვს. ნუ ეცდებით წარსულის პრობლემების გადაწყვეტას. მე არ ვიცი შესაძლებელია თუ არა ეს საერთოდ. იფიქრეთ მომავალზე. წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, შეისწავლეთ ის, რომ აღარ გაიმეოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. წარსულს არ აქვს მომავალი და არც იმედი. ადამიანების უმრავლესობა ამჯობინებს გაიხსენოს და არა წარმოიდგინოს, იოცნებოს, ეს დიდი შეცდომაა. რა გინდათ, რომ გახსოვდეთ? თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები? ისტორიას ვერ დაეყრდნობით, ის არაფერს მოგცემთ. ისტორიკოსები იყვნენ მეფეთა ან მათი მეხოტბეები, ვინც ხელისუფლებაში იყო.


ადამიანებს ეშიანიათ... მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოგველის.


მეკითხებიან რა იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა. მე ვპასუხობ, რომ გვქონდა უამრავი ოცნება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ რაც უფრო ბევრი გაქვს ის და მიუწვდომელია, მით უფრო მეტს მიაღწევ. იოცნებეთ რაღაც დიდზე და მას აუცილებლად მიაღწევთ.


თქვენი ახალგაზრდა თაობა შესანიშნავია, მაგრამ რაც მათში არ მომწონს ისააა, რომ არ უყვართ პოლიტიკოსები. ისინი ლაპარაკობენ, რომ პოლიტიკა კორუმპირებულია, მე ვეუბნები მათ, თქვენ არ ხართ კორუმპირებული მაშინ წადით პოლიტიკაში და აღარ იქნება ის კორუმპირებული.


ეს არის გაკვეთილები, რომელიც მე მივიღე წარსულიდან.


კიდევ ადამიანები მეკითხებიან, როგორ შევინარჩუნოთ აქტიურობა. ეს ადვილია. დაითვალეთ გონებაში თქვენი მიღწევები და ოცნებები. თუ ოცნებები მეტია, ვიდრე მიღწევები ე. ი. თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ. თუ არადა პირიქით - დაბერებულხართ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი