„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტის აღსრულების მიზნით, მიმდინარე წლის 26 მარტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო.
დროის უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.
იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა.
დეკრეტის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით იზოლატორებიდან სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების წესი განისაზღვრა.
2020 წლის 26-29 მარტს საქართველოს მასშტაბით დისტანციური წესით 38 სასამართლო სხდომა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.