საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის „მოქალაქეთა კავშირიდან“ და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩევლის ირაკლი გოგავას ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა საქართველოში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა.
როგორც გოგავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა, სააკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება მოხდა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი ყოფილი საპარლამენტო დეპუტატი სწორედ ამ ოპზიციურ პარტიაში გაერთიანდება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობის” რღვევა გარდაუვალია და ამ პარტიას საქართველოში მომავალი არ აქვს. სხვათა შორის, სააკაშვილი საქართველოში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას გაურიგდა და მილიონი დოლარიც გადაუხადა, რათა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცოტა ხნის წინათ გადასული ოთხი დეპუტატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამ პარტიის გამსვლელ სიაში მოხვდეს“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ დატოვეს. ოთხივე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.