ლევან რატიანი: „ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან კრიტიკული პაციენტი გახდა კონტაქტური და დღის ბოლომდე შეიძლება აპარატიდან მოიხსნას“
31-03-2020, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტთან, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

 

 

მისი განმარტებით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და უახლოეს დღეებში მეორე პაციენტსაც მოხსნიან. 

 

 

„იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი