ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის პირველი მფლობელი ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია გახდა
31-03-2020, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

31 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, მისი სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი გამოვლინდა.

 

 

პრემია ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორს, ორიენტალისტიკის ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ დავით ყოლბაიას მიენიჭა.

 

 

„დღეს ჩვენი უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოღვაწის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ასევე, მისი თაოსნობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის წლისთავს აღვნიშნავთ.

 

 

2019 წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად საქართველოს მთავრობამ დააწესა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის. პრემია, რომელიც ყოველწლიურად სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს გაიცემა, მოიცავს კვლევებს საქართველოს შესახებ ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფია/ეთნოლოგიის, კულტურის, ხელოვნების მიმართულებებით.

ვულოცავთ ბატონ დავითს და მადლობას ვუხდით იმ შრომისათვის, რასაც იგი ქართველოლოგიის განვითარებისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი რეპუტაციის განმტკიცებისათვის ეწევა.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

2019 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაწესდა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის, რომელიც ყოველწლიურად სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 31 მარტს გაიცემა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ-მა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ჩაატარა, რომლის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

 

 

საკონკურსო კომისიის წევრები საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო ინსტიტუტების აკადემიური, სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, ქართველოლოგიის მიმართულებით მოღვაწე ცნობილი მეცნიერები იყვნენ.

 

 

გამარჯვებულს გადაეცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სიგელი, სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო 8000 ლარის ოდენობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი