სამტრედიის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ საჯარო სკოლების მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
14-09-2015, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ მუნიციპლაიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ეწერის საჯარო სკოლა, იანეთის პირველი სკოლა, ჯიხაიშის პირველი, მეორე, ჯიხაიშში, ყაზბეგის უბნის საჯარო სკოლა, სოფელ გომის, დაბლა გომის და კორმაღლის საჯარო სკოლები - ესაა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელთაც დღეს სამტრედიის გამგებელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.

 

 

სამტრედიის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვალერი ფოცხვერიამ სამუშაო დღე მშობლიურ სკოლაში ვიზიტით დაიწყო. ეწერის საჯარო სკოლაში ზარი დილის ცხრა საათზე დაირეკა და საქართველოს ჰიმნზე პირველკლასელებმა საქართველოს დროშა საზეიმოდ აღმართეს. ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველკლასელებს ნეთბუქებთან ერთად საჩუქრად საკანცელარიო ნივთებიც გადასცეს.

 

 

ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებს ზემოხსენებული სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა. როგორც კორმაღლის საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა გიორგაძემ აღნიშნა, ახალ სასწავლო წელს ისინი მომზადებული შეხვდნენ.

 

 

"გარემონტებულია ჩვენი სკოლა, რითიც ყველანი გახარებულები და კმაყოფილები ვართ. გამგებლის საჩუქრებს რაც შეეხება, მსგავსი ფაქტი ადრე არ ყოფილა და ძალიან გაგვახარა და გაახარა ის გოგო–ბიჭები, რომლებმაც დღეს პირველად შემოაღეს ცოდნის ტაძარი. ვულოცავ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს", - განაცხადა კორმაღლის საჯარო სკოლის დირექტორმა.

 

 

როგორც სამტრედიის გამგებელმა, ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები უმეტესწილად, მომზადებული შეხვდნენ წლევანდელ სასწავლო წელს, თუმცა სამომავლოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

 

 

„ვსტუმრობდით ე.წ. გაღმა და გამოღმა ზონის საჯარო სკოლებს. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ პირველკლასელებს ნეთბუქები უსახსოვრა. ჩვენც, ჩვენის მხრივ, მოკრძალებული საჩუქრები გვქონდა სკოლებისთვის. სამტრედიის საჯარო სკოლები მომზადებული შეხვდნენ წლევანდელ სასწავლო წელს, თუმცა ბევრი რამ გასაკეთებელია. ერთ და ორ წელიწადში ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. განათლების სამინისტროსთან ერთად ეტაპობრივად აღმოიფხვრება ის პრობლემები, რომელიც ამა თუ იმ სკოლის წინაშე დგას", აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი