ნათია მეზვრიშვილი: „როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი“
31-03-2020, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამ ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი , – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე საკმაოდ ბევრი შეტყობინება შევიდა.

 

 

„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, მსუბუქი ავტომობილებით როგორ უნდა გადაადგილდნენ დღის მანძილზე მოქალაქეები, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში. მთავრობის დადგენილება, ახალი რეგულაციები, გაცილებით უფრო მკაცრი რეგულაციები და გუშინ, პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა და მეც კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი გამოვაცხადეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აკრძალვების მიხედვით, სამ ადამიანზე მეტი ავტომანქანაში ვერ იჯდება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად კეთდება.

 

 

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე. გამონაკლისი იქნება ესეთი შემთხვევები, მათ შორის დასაშვებ ფარგლებში გადაადგილებაც. კარგი იქნება, თუ გადაადგილებებით არ დავკავდებით და მაქსიმალურად დავრჩებით სახლში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი