გია ნოდია: თუ ეკლესიის პრობლემას ახლა, სააღდგომოდ მართლა მოუვლიან, ალალ იყოს ეს კომენდანტის საათი
31-03-2020, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ამ კომენდანტის საათს, ღამის 9-დან, წესით, ორი აზრი აქვს:

 

 

ერთი - ხალხი სტუმრად ძირითადად საღამოს დადის, აგრეთვე საღამოობით უფრო იკრიბება ეზოს თუ უბნის ბირჟებზე და ა. შ. ახლა ეს ვეღარ მოხდება, ან ვეღარ უნდა მოხდეს. საღამოს სტუმრად თუ წახვალ, ღამე იქ უნდა დარჩე. ეს დიდი პრობლემა არ იყო ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ გადადების ალბათობას რაღაც ზომით შეამცირებს (ზოგადად, ალბათობის შემცირებას ემსახურება ყველანაირი დრაკონული ზომა ამ შემთხვევაში, და ეს, ცხადია, მნიშვნელოვანია).

 

 

მეორე აზრი ისევ და ისევ ეკლესიას უკავშირდება, ამჯერად წინა- და სააღდგომო წირვებს. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა. თუმცა, აქ უკვე მთავარი საქმე იმპლემენტაციაა, ანუ სახელმწიფო რამდენად გაბედავს, საკუთარი შემოღებული წესები ეკლესიაზეც გაავრცელოს. ვნახეთ, რომ აქამდე დიდად ვერ გაბედა - აშკარად 10 კაცზე მეტი იკრიბებოდა ეკლესიებში, მაგრამ ვინ უშლიდა ხელს? მაშინ თუ ვერ ბედავდა ახლა გაბედავს? დიდი კითხვის ნიშანია.

 

 

თუ მხოლოდ საღამოს მისვლა-მოსვლის შეზღუდვის და ეზო-უბნის ბირჟების დაშლაზეა საქმე, გადაჭარბებული ზომა მგონია ეს კომენდანტის საათი. თუ ეკლესიის პრობლემას აქამდე ვერ უვლიდნენ და ახლა, სააღდგომოდ მართლა მოუვლიან, ალალ იყოს. მაგრამ შეძლებენ? აღდგომა და ხვალეო: ეს გამოთქმა ასე აქტუალური არასოდეს ყოფილა“, წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.

 

კომენტარები: 4
#4  Levan
      
ბოლომდე რჩება სააკაშვილ-ბოკერიას მონად ე.წ. პოლიტოლოგი ნოდია.
3 აპრილი 2020 06:39
#3   კახა
      
ბატონო გია, უფლის, ვინც ეს სამყარო შექმნა, არ გეშინიათ და ვირუსის შეგეშინდათ? უფალ ბრძანებს რომ “ჩემი ნების გარეშე, ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება შენი თავიდან”-ო და არ წავიდეთ მასთან დასაცავად? პატივი არ ვცეთ? თუ უფალზე მეტი გასმით ამ ქვეყანაზე?
2 აპრილი 2020 02:23
#2  Giorgi
      
ნაძირალა ნოდია. პირდაპირ და ურცხვად ამბობს, რომ ეკლესიაა პრობლემა და ამას თუ მოუვლიან, ე.ი. გაბრწყინდება ქვეყანა.

თავხედი ნაძირალა "ნაციონალი" !!!
1 აპრილი 2020 06:59
#1   თამთა
      
ეკლესიის მტრობა ნიშნავს საკუთარი თავის მტრობას. ეკლესია ლოდია თავკიდული, ვინც დაეცემა დაიმსხვრევა, ვისაც დაეცემა გასრესს. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, რასთან და ვისთან ააქვს საქმე.
1 აპრილი 2020 06:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი