დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლნისის რაიონის სოფელ კაპანახჩის ექიმს პერსონალური მადლობა გადაუხადა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ექიმმა NCDC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მიზანმიმართულად და ნაყოფიერად გამოიყენა და შეძლო კორონავირუსის შემთხვევის დადგენა.
„მინდა, პერსონალურად მადლობა გადავუხადო სოფელ კაპანახჩის, ბოლნისის რაიონის, სოფლის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა რა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დიდი ხანია დევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, რა არის შესაძლო შემთხვევა, მშვენივრად, თავისი ალგორითმი გამოიყენა, ის, რაც მას ჰქონდა ჩვენი ვებგვერდიდან, მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია. მაგრამ მან წაიკითხა, რა ეწერა ჩვენს ვებგვერდზე, მშვენივრად შეძლო შემთხვევის ამოცნობა,“ - განცხადა პაატა იმნაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.