ბონდო მძინარაშვილი - დააკვირდით: მხოლოდ ჯანდაცვაში კი არა, ყველა სფეროში როგორი სიმშვიდით და ხალხის სიყვარულით იბრუნებენ პოზიციებს პროფესიონალები!
31-03-2020, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"დააკვირდით:
მხოლოდ ჯანდაცვაში კი არა, ყველა სფეროში როგორი სიმშვიდით და ხალხის სიყვარულით იბრუნებენ პოზიციებს პროფესიონალები!

კორონავირუსის გამოჩენამ მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ მხოლოდ პროფესიონალებს უნდა მოვუსმინოთ და მივენდოთ!

კორონაცები საქართველოში ცდილობდნენ პროფესიონალების განდევნას და თავდაჯერებული იდიოტების წინ წამოწევას ულტრალიბერალური ექსპერიმენტების ჩასატარებლად!

ჩვენ სულ ვშფოთავდით და ვბრაზობდით, რომ პროფესიონალებს არ უსმენდნენ და სერთიფიცირებული იდიოტები უტიფარი თავდაჯერებულობით თითის ქნევით ელაპარაკებოდნენ ადამიანებს, რომლებმაც თავისი საქმე ზედმიწევნით კარგად იციან!

ახლა კი ვის ვუსმენთ?!
ვინ ცდილობს ქვეყნის და ხალხის გადარჩენას?!

ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც მშვიდად გამოვიდნენ და საქმეს შეუდგნენ!

ვხედავთ სპეციალისტებს, რომლებიც საქმის ცოდნასთან ერთად ამ ცოდნის სწორად გამოყენების უნარიც აქვთ!

ვხედავთ, როგორ შეამცირეს ვირუსის გავრცელების საფრთხე ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, ვირუსოლოგებმა, ინფექციონისტებმა, იმუნოლოგებმა, კლინიცისტებმა!

ვხედავთ, როგორი სიმშვიდით დაიწყეს მუშაობა განათლების სისტემის პროფესიონალებმა!

როგორც ჯანდაცვაში ვართ პირველები, ასევე განათლების სისტემაშიც პირველობა არავის დავუთმეთ:

დაიწყო ონლაინ-სწავლება და, რაკი ინტერნეტი და კომპიუტერი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გახსნეს "ტელესკოლა".

"ტელესკოლა" მრავალი ნიშნით არის გამორჩეული და უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი!

მომავალში ბევრს ვიტყვით და დავწერთ ამ პროექტზე, როგორც საუკეთესო პროფესიონალურ ინიციატივაზე!

დღეს ჩვენ ვხედავთ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის და ზრუნვის შედეგს!

მადლობა ჩვენს ექიმებს! ❤️

 

ხვალ ჩვენ დავინახავთ ჩვენი მასწავლებლების ზრუნვის შედეგს!

მადლობა ჩვენს მასწავლებლებს! ❤️

 

მადლობა ბატონებს - მიხეილ ჩხენკელს და ვასილ მაღლაფერიძე -ს "ტელესკოლისთვის"! ❤️

 

#ჩვენ_აუცილებლად_გავიმარჯვებთ!

P. S. კიდევ ერთი და აუცილებლად სათქმელი:

ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ მძიმე დროს ხელისუფლებაში ისტერიული ადამიანები კი არა, მშვიდი, გაწონასწორებული სახელმწიფო მოხელეები მუშაობენ!

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფოებრივი აზროვნების მაგალითი და კრიზისის მართვის ცოდნა არაერთხელ გვიჩვენა, ბოლო კვირებმა კი დაგვარწმუნა: ჩვენ იმიტომაც გადავურჩით ვირუსის ფართოდ გავრცელებას და ქვეყნის, გადაუჭარბებლად შეიძლება თქმა, ჩამოშლას, რომ ხელისუფლება მოქმედებს პროფესიონალების რჩევებით, მშვიდად, თანმიმდევრულად და ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ ვირუსს, რომელიც სერიოზული საფრთხეა!

დაბოლოს, მოწოდება:
#დარჩით_სახლში!
#დარჩი_გადარჩი_და_გადაარჩინე!

ძალიან მაგარი ხალხი ვართ!
დიდი ხანია, არ მითქვამს და ახლა მთელი ხმით ვყვირი:

 

ჩემო ქართველებო, მიყვარხართ გულში! 

 

თქვენ გაგიმარჯოთ!" - წერს ფეისბუქზე ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი. 

 

კომენტარები: 2
#2   თბილისელი
      
ციტატა: მანანა
არ მითხრა ეხლა რომ ჯან დაცვის მინისტრი პრაფესიონალია?!,... საბავშვო ბაღი

ვახ ვახ ვა ქალო შედი ბუდკაში რა.... გყავდა ჭიპაშვილი მინისტრა საახალწლოდ რომ 2/3 -ი მოკვდებითო ღორის გრიპითო სკლეროზი ხომ არ გაქვს ა? ხო ისიც იყო მაგარი მინისტრი პროჭიაბერაშვილი რომაა ილოცე მაგათზე ,მიხუილოს მადლი გფარავდეს
1 აპრილი 2020 11:46
#1   მანანა
      
არ მითხრა ეხლა რომ ჯან დაცვის მინისტრი პრაფესიონალია?!,... საბავშვო ბაღი
31 მარტი 2020 10:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი