მწერალი, მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი Facebook -ზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს თუ რატომ გაემიჯნა "ქართულ ოცნებას". როგორც ის ამბობს, ამის მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო.
"მე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო გავემიჯნე „ქართულ ოცნებას", პასუხისმგებლობას კი არ გავექეცი, ამ გზით პროტესტი გამოვხატე, რომ ამ კანონის მიღება ცუდ შედეგებს გამოიღებდა საქართველოში და, დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ნამდვილად უფსკრულისკენ მივექანებით და მარტო ერთეულთა უანგარობა ამქვეყანას ვერას უშველის... გაოცებული ვარ, ჩემი თანამებრძოლების საქციელით, ბევრი ღირსეული „ოცნებელით", როდემდე შეიძლება პირში წყლის ჩაგუბება, ვერ ხედავთ, თქვენს ლოიალობას როგორ იყენებენ ბნელი ძალები?! რატომ იხშობთ გონებასა და ყურებს - სამზერს?! ამ ავადსახსენებელი, ანტიდისკრიმინაციული კანონის წანამძღვარია, ჩვენს სკოლებში „მე და საზოგადოების" დამკვიდრების მოსალოდნელობაზე საუბარი, შვილი მშობელმა უნდა აღზარდოს, სკოლამ კი განათლება მისცეს მხოლოდ და, როცა ორივე მისიას სკოლა ითავსებს, ვერ ხედავთ, სატანა თავისას რომ აღწევს?.. „ქართულო ოცნებავ" ეშმაკი გებრძვის და ყურები ნუ ჩამოგიყრია, დუმილი და შემგუებლობა, ეშმას გამარჯვებას ნიშნავს, მისი მიზანია დამორჩილება, რის შემგეგაც ღვთის საბოლოო დავიწყება ხორციელდება და, სწორედ ეგ არის დაღუპვა!.. გარეწარს, ვუთხრათ, გარეწარია, ფლიდს - ფლიდია და ერის გადამგვარებლებს ნუ წავუყრუებთ... დაიმახსოვრეთ, დამორჩილება - ეს, ეშმაკის კერძობაა!!!"- წერს სოციალურ ქსელში მწერალი, მოძრაობა "ახალი რეალობისათვის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.