ნიკა მელია: „ხომ ვხედავ, რომ შეშინებულია ხელისუფლება - აქეთ ოპოზიციის ეშინია, იქით გავლენიანი ინსტიტუტის [მართლმადიდებელი ეკლესიის]... 21 საათიდან დილის 6 საათამდე რატომ დააწესეს ეს კომენდანტის საათი, ეს რა თქმა უნდა აღდგომის ღამისთვის გაკეთდა“
31-03-2020, 21:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ „შეშინებულმა და გაუბედავმა ხელისუფლებამ“ კომენდანტის საათი ერთი დღისთვის, აღდგომის ღამისთვის დააწესა. აღნიშნული განცხადება მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 


„ხომ ვხედავ, რომ შეშინებულია ხელისუფლება - აქეთ ოპოზიციის ეშინია, იქით გავლენიანი ინსტიტუტის [მართლმადიდებელი ეკლესიის] ეშინია. ისიც ხომ ვერავინ ვერ ახსნა, საღამოს 9 საათიდან, 21 საათიდან დილის 6 საათამდე რატომ დააწესეს ეს კომენდანტის საათი - ერთი დღისთვის დააწესეს და უნდა დაიტანჯოს 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე... ეს ხომ აღდგომის ღამისთვის გაკეთდა იმიტომ, რომ არ ეყო გამბედაობა ხელისუფლებას, არ ეყო გამბედაობა და აბა ახლა საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გინდ თბილისში, გინდ გორში, გინდ ქუთაისში, გინდ ბათუმში, სად ხედავთ თავყრილობებს... ძალიან ბევრი საპატრიარქოში ამას ხვდება, რასაც ახლა მე ვსაუბრობ და ნაწილი მათგანიც ხმამაღლა საუბრობს... ხელისუფლებას მათი ეშინია და ზარალდება ხალხი და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აქ პანდემია აფეთქდეს. უბრალოდ არ იქნება ელემენტალური შესაძლებლობაც კი რომ ექიმთან მიაღწიოს ადამიანმა, ვერ გაუძლებს ჰოსპიტალური სისტემა, ვერანიარად ვერ გაუძლებს ჰოსპიტალური სისტემა ამას, ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს გამბედავი და რა გააკეთა 20 დღით ადრე, რეალურად კომენდანტის საათი გამოაცხადა იმიტომ, რომ უბრალოდ არ არის გამბედავი და ხალხი ჩააგდო უდიდეს და უმძიმეს მდგომარეობაში“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი