კორონავირუსის პანდემიის გამო, ავსტრალიაში დაახლოებით 60 რეგიონული გაზეთი, მათ შორის, „The Manly Daily“, რომელიც 1906 წლიდან გამოდიოდა, ბეჭდური სახით გამოცემას წყვეტს. ახალი ამბების მედია ჯგუფმა. „News Corp Australasia“-მ განაცხადა, რომ აღნიშნული გაზეთები მომავალი კვირიდან შეწყვეტენ ბეჭდური სახით გამოცემას და მუშაობას ონლაინ სივრცეში განაგრძობენ.
„The Guardian“-ის ცნობით, რეგიონული გაზეთების ბეჭდური სახით გამოცემის შეწყვეტით ათეულობით სამუშაო ადგილის დაკარგვას მოელიან. ეს გაზეთები თვეში 6 მილიონ ადამიანამდე აღწევდა და კორონავირუსისგან მიყენებულ დარტყმამდეც ფინანსური პრობლემების წინაშე იდგნენ. ამ გამოცემების ბეჭდური საქმიანობის შეწყვეტამდე მედია მაგნატის, რუბერტ მერდოკის გაზეთებმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ „სამუშაო ადგილების შემცირება და თანამშრომლების იძულებითი შვებულება გარდაუვალი იქნება“.
„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია“, განაცხადა „News Corp Australasia“-ს ხელმძღვანელმა მაიკლ მილერმა და ახსნა, რომ უკვე ისედაც პრობლემების მქონე ბეჭდურმა საგამომცემლო სექტორმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო უძრავი ქონებისა და გასართობი სანახაობების ინდუსტრიის ჩამოშლით, რაც გაზეთების მთავარი შემოსავლების წყაროს წარმოადგენდა და ამ საქმიანობების გაჩერებამ სარეკლამო გაყიდვების სწრაფი და მკვეთრი დაცემა განაპირობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.