პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი რომელიც მათ კლინიკაში ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, კორონავირუსისგან განიკურნა და ის უკვე ბინაზე ეწერება. (ფოტოზე, რომელიც Facebook-ით გავრცელდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები არიან აღბეჭდილი - შესვენებისას, შუაღამით).
რატიანმა ეს ქართული მედიცინის გამარჯვებად შეაფასა და კლინიკის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 83 პაციენტი წევს, 19 ინფიცირებულია აქედან, დანარჩენები იმყოფებიან სატესტო რეჟიმში. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი რომელიც იწვა ჩვენს კლინიკაში, დღეს ეწერება ბინაზე. ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ის COVID-19 ის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ესა რა თქმა უნდა ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა. 97%-ში ეს პაციენტი უნდა დასრულებულიყო ლეტალობით, მაგრამ გადარჩა“, - განაცხადა ლევან რატიანმა, როგორც ამას „რუსთავი 2“ იუწყება.
რატიანის განცხადებით მკვეთრად გაუმჯობესებულია კლინიკაში მოთავსებული მძიმე პაციენტების მდგომარეობაც, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებული, მათ შორის მარნეულელი 62 წლის ქალის და 80 წლის პაციენტის, რომელიც ასევე კრიტიკულად მძიმე კატეგორიას განეკუთვნებოდა.
„62 წლის ქალბატონს ჰქონდა უმართავი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა და დაგვიანებული ექიმთან მიმართვიანობა. პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ფილტვის ვენტილაციაზე იმყოფება დამხმარე რეჟიმზე", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ორსული ქალის მდგომარეობა, რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ 5 ახალშობილს მათი მდგომარეობა დადებითია.
ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკის თანამშრომლები ყაზარმულ მდგომარეობაზე არიან გადასულები და 14-დღიანი მუშაობის შემდეგ თანამშრომლების ერთი ნაწილი მეორემ ჩაანაცვლა. კლინიკის თანამშრომლებს სამუშაო დროის დასრულების შედეგ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს ინფექცია არ დაუდასტურდა. რატიანის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში ექიმები ვირუსისგან თავის დაცვას შეძლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.