ჯანდაცვის სამინისტრო: „შეიძლება, სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე დავდგეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით, დონაციის პროცესი გაგრძელდეს“
01-04-2020, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სისხლის დონაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი შესაძლებელია, სისხლის პროდუქტების დეფიციტის გამოიწვიოს, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს სისხლის უანგარო დონაციის აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავენ.

 

 

მსგავსი აქცია დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.

 

 

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას. ქვეყანაში არსებობს გარკვეული მარაგი, თუმცა, ამ პროცესთან ერთად, დონორთა რაოდენობა შემცირდა და რეალურად ის ყოველთვიური მარაგი, რომელიც შედიოდა სისხლის ბანკებში, ნელ-ნელა იკლებს. შეიძლება, დავდგეთ სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგროვდეს ეს მარაგები, რასაც დღევანდელი აქცია ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს. შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, როგორიც არის რიგის, სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესპირატორული პრობლემების შემთხვევაში არ მიმართოს დონორმა სისხლის ბანკს, ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ზოგადად ეხება ახალი კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარაგი შეიქმნას ქვეყანაში. არ დაიკლოს სისხლის მარაგმა და არ დავდგეთ დეფიციტის წინაშე“, – განაცხადა  ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი