შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.
მინისტრი საგუშაგოებზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური ადგილზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ქალაქ გორის შესასვლელში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები. ვახტანგ გომელაური საგუშაგოებზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა, გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მინისტრი მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.