პიტერ როსკამი: მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან და ვნახე როგორი დანაწევრებული, განადგურებულია ქართული სოფლები
15-09-2015, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ძალიან რთულ გარემოშია, მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი მონდომებულები არიან ქართველები საკუთარი მომავლისა და წარმატებისთვის, - ამბობს "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი, კონგრესმენი პიტერ როსკამი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბრისას.


როსკამი, რომელიც ცოტა ხნის წინათ საქართველოში იმყოფებოდა, დარწმუნებულია, რომ საქართველო, თავისი მონდომებით ბევრს მიაღწევს.


"საქართველო ძალიან რთულ გარემოშია, მაგრამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი მონდომებულები არიან ქართველები საკუთარი მომავლისა და წარმატებისთვის. ის, რომ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს მარტო საქართველოში არ ხდება, ამერიკაშიც ყოველდღე ასეა, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად გავიგეთ იქ რაც ხდებოდა და რამდენად საჭიროა კომპრომისი. ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური პარტნიორობაა, თუმცა მე მინდა, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ვიცი, საქართველო, თავისი მონდომებით და სურვილით ბევრს მიაღწევს და ეს ახლაც დავინახე, როცა ყველას ასეთი ოპტიმიზმი ვიგრძენი," – აცხადებს კონგრესმენი და ამერიკის წარმომადგენელთა პალატის "დემოკრატიის პარტნიორობის კომისიის" რესპუბლიკელი თავმჯდომარე.


ამავე დროს, მისი აზრით, რეგიონში მზარდი რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინასა და საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად აშშ-ისა და საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო.


"რუსეთს ასპროცენტიან პასუხისმგებლობას დავაკისრებდი იმისთვის, რაც ადმინისტრაციულ საზღვარზე ხდება. მე ვიყავი სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან და ვნახე როგორი დანაწევრებული, განადგურებულია ქართული სოფლები. ეს არის საქართველოს ოკუპაციის მაგალითი და პრეზიდენტ პუტინის ცინიკური, აგრესიული ქმედება. მე ძალიან შეწუხებული დავბრუნდი. რუსულ მხარეს კი მდგომარეობისთვის სრულ პასუხისმგებლობას ვანიჭებ", - აცხადებს პიტერ როსკამი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი