გიორგი გახარია: „ვინმეს თუ დახმარების სურვილი აქვს, ნებართვა არ სჭირდება რეისს ევროპიდან საქართველოში, საჭიროა, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ნახევარ საათში“
02-04-2020, 10:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის, ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

 

გახარიას თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილები პოლიტიკური სპეკულირებაა.

 

 

„ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაც რაღაც სურვილებს გამოთქვამს, წერილები იწერება კანცელარიაში. ერთი რამ მინდა ვთქვა – ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება. ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის  ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი. საჭიროა უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც შეუძლია, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, აქვს სურვილი, ჩვენს მოქალაქეებს მიეხმაროს, უბრალოდ, გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს, ამ ფრენას ნებისმიერი ქალაქიდან. ამას კანცელარიაში მისვლა კი არ სჭირდება, ავიაციასთან მიმართვა სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი