მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ახალციხეში ორ ლოკაციას აკონტროლებენ
02-04-2020, 15:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ახალციხეში, ორ ლოკაციაზე მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობების დაცვის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ. ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ. 

 

 

პირველ გამშვებ პუნქტზე ბორჯომი-ხაშურის ავტომაგისტრალიდან, მეორეზე კი, ნინოწმინდისა და კარწახის საკონტროლო გამშვები პუნქტებიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადის შემოწმება ხდება. ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე მოქმედებს სპეციალური სამედიცინო პუნქტები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებასა და თერმოსკრინინგს აწარმოებს. საჭიროების შემთხვევაში აქვე ხდება პირველადი დახმარების აღმოჩენა. სამხედროები მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევენ. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხდება ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის დამუშავება. 

 

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თერთმეტ ქალაქს აკონტროლებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი