კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქმისწარმოების განსხვავებული წესი დაამტკიცა
02-04-2020, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.

 

 

წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის N325150 ბრძანებას. კერძოდ:

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

 

 

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

გ) მოთხოვნას;

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

ვ) დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 

 

გარდა ამისა, განცხადებებისა და კორესპონდენციების მიღება/ გაცემა მატერიალური სახით საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შესაძლებელი იქნება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი