ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ
02-04-2020, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკური სექტორის  წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება,  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით

 

https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select-ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ  ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების  და საშუალებების არსებობაზე. 

 

 

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. 

 

 

რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული  ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ მუნიციპალიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წესების და რეკომენდაციების დარღვევა, პირზე  გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და ეკონომიკურ აგენტს შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი