ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის ქართველმა სამხედროებმა მოტორიზებული პატრული განახორციელეს. ქართულმა ქვედანაყოფმა პატრულირება ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში და მის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოტორიზებულ პატრულში ქართული ასეულის პირველმა ოცეულმა მიიღო მონაწილეობა. პატრულირება ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ოთხი გერმანული ჯავშანმანქანა, „დინგო“ იყო ჩართული.
ქართული ასეულის პატრულირების მთავარი მიზანი, ბაზა "მარმალის" დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო რაიონის კონტროლი და ძალის დემონსტრირებაა.
III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში მდებარე ბაზა „მარმალზე“ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ასეულის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.