რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო ზომები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ე.წ. „არასამუშაო“ რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მხოლოდ საჭირო სფეროს თანამშრომლები განაგრძობენ მუშაობას, ყველა სხვა სახლში უნდა დარჩეს. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში ხელფასების გაცემა არ შეჩერდება.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ რუსეთში მდგომარეობა რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარია, თუმცა აფეთქება გაცილებით სერიოზულია დედაქალაქ მოსკოვში, ვიდრე სხვაგან. „ქალაქის მერიის ძალისხმევების მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს ტრენდის შეჩერება“, თქვა პუტინმა.
ამ პერიოდში დიდი მაღაზიები ღია დარჩებიან, თუმცა დაკეტილი იქნება რესტორნები და ბარები.
პუტინმა აღნიშნა, რომ რეგიონების ხელმძღვანელებს თავიანთი შეხედულებით შეეძლებათ გადაწყვეტილებების მიღება იმის შესაბამისად, თუ როგორი მდგომარეობა იქნება თავიანთ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი მატებაა და ბოლო 24 საათში ინფიცირების 771 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საერთო რაოდენობამ კი 3,548 შეადგინა. თუმცა ზოგიერთი შიშობს, რომ პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ეს ოფიციალურად ვრცელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.