[ვიდეო] თენგიზ ცერცვაძე: „ძალიან სერიოზულ რისკ-ჯგუფში ვყვები ორი რამის გამო, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთ ინფექციებთან მებრძოლა და სახეში შემეხედა რისკისთვის და ახლა როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?!“
03-04-2020, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან მორიდებით მითხარით, რომ რისკ-ჯგუფში ვარ, არა, ძალიან სერიოზულ რისკ-ჯგუფში ვყვები ორი რამის გამო - ერთი, რომ ვარ 72 წლის და მეორე, ახლა ეს არ არის სალაპარაკო, მაგრამ მე მაქვს თანმხლები, ქრონიკული, სერიოზული დაავადება, რომელიც ასევე დამატებითი რისკ-ფაქტორია თუ დაგემართა [კორონავირუსი], ასე რომ მე ასე ვთქვათ, ორი მაჩვენებლით ვექცევი აი ამ რისკ-ჯგუფში“, განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ამის მიუხედავად, გამორიცხულია მისი კაბინეტიდან, რომელიც ბოქსირებულ განყოფილებაშია, სხვაგან გადაინაცვლოს.

 

 

 

 

„ჩემი სამუშაო კაბინეტი არის ბოქსირებულ განყოფილებაში. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდება ყველაზე უფრო საშიში ინფექციებით ავადმყოფები და ამ დროს მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, რომ დროებით გადადით სხვა კორპუსში. ეს გამორიცხულია. მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთ ინფექციებთან მებრძოლა და სახეში შემეხედა რისკისთვის და ახლა როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია“, თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი