დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაამატა
03-04-2020, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ. 

 

 

ყოველი დღის დაგეგმვა ხონში საგანგებოდ მოწყობილ მართვის ცენტრში დილიდან იწყება. დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოხსენებებს იბარებს და მათთან ერთად თავდაცვის ძალების მოქმედებებს აჯამებს. მართვის ცენტრიდან სარდალი ქვედანაყოფების მეთაურებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკავშირდება და შესაბამის დავალებებს გასცემს. ბრიგადის მეთაურები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინსტრუქციას რეგულარულად იღებენ. 

 

 

დასავლეთ სარდლობის სამოქმედო რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ქვედანაყოფების როტაცია 24 საათში ერთხელ ხდება. დავალების შესასრულებლად გასვლამდე მეთაურები პირად შემადგენლობას ინსტრუქტაჟს უტარებენ. სამხედროები სამედიცინო შემოწმებას გადიან და სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაციის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს იკავებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი