სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთაბაშად 92 შემთხვევა გამოვლინდა – ეს სომხეთისთვის ერთ დღეში დაინფიცირების მაქსიმალური რაოდენობაა.
მთლიანობაში 3 აპრილის დილის 09:00 საათის მონაცემებით, სომხეთში უკვე საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 663 ადამიანი. მათ შორის 43 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა.
დაავადებულთა რიცხვის ზრდის ფონზე, ქვეყანაში სპორტული კომპლექსების ჰოსპიტალებად აღჭურვა მიმდინარეობს.
ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს რეგიონებში არსებული სპორტული დარბაზების გამოყენებაც.
ყველა წვრილმანი ვირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ, როდის არის მოსალოდნელი სომხეთში დაინფიცირების პიკი და რატომ არის საქართველოში უფრო
ნაკლები დაინფიცირებული, ვიდრე აქ
საავადმყოფოებში არასაკმარისი საწოლებია
ერევნის დემერჩანის სახელობის საკონცერტო-სპორტული კომპლექსის დერეფანში საავადმყოფოს საწოლების რიგების ფოტომ Facebook-ის მთელი სომხური სეგმენტი მოიარა.
როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის ხელისუფლება აქ კორონავირუსით დაინფიცირებულთა განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.
„საკონცერტო-სპორტულ კომპლექსში საწოლების არსებობა იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ინფექციის გავცელების ახალი ეტაპი იგეგმება, არამედ იმაზე, რომ ამის პროგნოზი არსებობს…
„საწოლების განთავსება ყველა ოლქში იგეგმება, იქ ამისთვის უკვე გამოყოფილია სპორტული დარბაზები. აუცილებლობის შემთხვევაში, მათ ჰოსპიტალებად გადააკეებენ“,- განაცხადა 2 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა.
მისი თქმით, მთავრობა მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის ემზადება:
„მსჯელობა მიმდინარეობს ყველაზე ცუდი სცენარის შესახებაც, რომლის დროსაც, როგორც ეს ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა, შესაძლოა, პაციენტების სამკურნალოდ საწოლების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდეს არამხოლოდ საავადმყოფოებში, არამედ სპორტულ დარბაზებშიც“.
როდის იქნება დაინფიცირების პიკი
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების პიკი, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაფიქსირდეს, – ამბობს ჯანმრთელობის მინისტრი:
„მისი დარეგისტრირება ყოველთვის პოსტფაქტუმ ხდება, როდესაც დაინფიცირებულთა რაოდენობა შემცირებას დაიწყებს. თუკი რეკომენდაციებსა და წესებს ყველა დაიცავს, ეს დაავადების პიკი და მისი შემცირების დასაწყისი იქნება.
მალე 400-500 ტესტი ჩატარდება, ხოლო ახალი აპარატების ჩამოტანის შემდეგ – დაახლოებით 1, 500 ტესტი დღეში.
დაავადებულები მედიცინის მუშაკებს შორის
სომხეთში მედიცინის მუშაკებს შორის დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.
„დღეს დაავდებული ექიმების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ სინანულით მინდა გაცნობოთ ექმებს შორის დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ. დაინფიცირებულ მოქალაქეებთან კონტაქტის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ეს გარდაუვალია“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.
მედპერსონალი ყოველთვის საკუთარი მოვალეობის აღსრულების დროს არ ინფიცირდება:
„იყო შემთხვევები, როდესაც ექიმები დაავადებულ მოქალაქეებთან არასამსახურებრივ სივრცეში ურთიერთობდნენ, ყოფით პირობებში. ამ ყველა შემთხვევას იკვლევენ, მიმდინარეობს მედიკოსების იზოლაცია.
მინდა აღვნიშნო, რომ ამგვარ პირობებში ჩვენთვის ყველა ექიმი მნიშვნელოვანია, და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი სამედიცინო პოტენციალი შევინარჩუნოთ“.
წინა დღეს მინისტრმა კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი, 55-წლამდე ასაკის სამედიცინო პერსონალის შეგროვების შესახებ გამოაცხადა.
მინისტრის მოწოდებას 22 ექიმი, 8 მედდა, და ერთი უმცროსი სამედიცინო მუშაკი გამოეხმაურა.
„ჩვენი გმირი ექიმები“ – ასეთი წარწერა გაუკეთა ამ ვიდეოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მან ის თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა..
რატომ არის საქართველოში ნაკლები დაინფიცირებული – დაინტერსდნენ ჟურნალისტები
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, თუ მისი აზრით, რატომ არის მეზობელ საქართველოში ნაკლები დაინფიცირებული, ვიდრე სომხეთში:
„ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, საქართველოში ინფექცია არ დაფიქსირებულა ისეთ საწარმოში, სადაც დაახლოებით 500 ადამიანი მუშაობს, ან ბანკეტზე, სადაც 100 ადამიანი იმყოფებოდა. ამიტომ არის მათთან უფრო დაბალი ციფრები.
იმედია, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ასეთივე ტემპი შენარჩუნდება.ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ციფრების უკვე არსებულ ფარგლებში შენარჩუნებას შევძლებთ“.
ტოროსიანის ამგვარმა განმარტებამ ყველა ვერ დაარწმუნა.
„წარმოგიდგენიათ?! ბედნიერი შემთხვევითობა ყოფილა, რომ საქართველოში, მაგალითად, არც ერთი დაინფიცირებული იტალიელი არ შესულა სამკერვალო საწამოში, სადაც 500 ადამიანი მუშაობს – იმიტომ, რომ რეისები დროულად არ შეჩერდა, ან საზღვარზე წესიერად არ ამოწმებდნენ…
ინფქციის კონტროლი თუ არ შეგიძლიათ, ეს უნდა აღიაროთ“, – დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე გრანტ მელიქ შაჰნაზარიანმა.