24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„ჩემს თანამშრომლებს მადლობა მინდა გადავუხადო, საგანგებო ვითარებაში მუშაობისთვის. სამინისტროში შექმნილია საგანგებო სამუშაო ჯგუფი. ბევრი ჩვენი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს ადამიანები არიან ფრონტის წინა ხაზზე - საველე სამუშაოებს ასრულებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები; სავაჭრო ობიექტებში ახდენენ მონიტორინგს და, ასევე, სამართალდამცავებთან ერთად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფაში არიან ჩართული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათ, რა თქმა უნდა, რთულ პირობებში უწევთ მუშაობა; 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები. ეს არის პატრიოტიზმი. მადლობა ვუხდი თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.