უილიამ ფრანკლენდი, ბრიტანელი იმუნოლოგი, რომელმაც ტრანსფორმირება მოახდინა ალერგიის შესახებ მსოფლიოს გაგებაზე, 108 წლის ასაკში გარდაიცვალა
03-04-2020, 17:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექიმი უილიამ ფრანკლენდი, ბრიტანელი იმუნოლოგი, რომელმაც ტრანსფორმირება მოახდინა ალერგიის შესახებ მსოფლიოს გაგებაზე, 108 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანკლენდი, რომლის სამედიცინო კარიერა 70 წელი გაგრძელდა, ცნობილი იყო როგორც „ალერგიის ბაბუა“. მეორე მსოფლიო ომში როგორც ბრიტანული არმიის ექიმმა, მან 3,5 წელი გაატარა იაპონიის პატიმართა სამხედრო ბანაკებში.

 

 

ისტორიკოსმა დან სნოუმ „თვითერზე“ დაწერა, რომ მას არასდროს დაავიწყდება ექიმ ფრანკლენდთან შეხვედრა, რომელსაც მან „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრიტანელი“ უწოდა.

 

 

პროფესორმა ადამ ფოქსმა, ბრიტანეთის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი „ბევრისათვის უზარმაზარი შთაგონება“ იყო და მისი „ხსოვნა სიყვარულით იქნება მოსილი“ .

 

 

ექიმმა ფრანკლენდმა, რომელიც ცნობილი იყო როგორც ბილი, თავისი 108 წლის დაბადების დღის წინ (19 მარტი, 1912 წელი), მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი ხანგრძლივი ცხოვრება ბედ-იღბალმა განაპირობა.

 

 

„არაერთხელ ვმდგარვარ სიკვდილის პირას - 1918 წლის ესპანური გრიპის პანდემიიდან მოყოლებული, 3,5 წელიწადი, როგორც იაპონური სამხედრო ბანაკის პატიმარი თუ ანაფილაქსიის (ექსტრემალური ალერგიული რეაქცია, როდესაც სხეული ხდება ჰიპერმგრძნობიარე) დროს, რაც ტროპიკული მწერის კბენამ გამოიწვია - მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის მოვახერხე თავის დაღწევა და ესაა მიზეზი იმისა, ჯერ კიდევ აქ რომ ვარ“, განაცხადა მან.

 

 

ფრანკლენდმა ასევე გაამჟღავნა, რომ თავისი დაბადების დღის ზეიმზე გავლენა კორონავირუსის აფეთქებამ მოახდინა, რადგანაც მისი მზრუნველობის სახლი ვიზიტორებისთვის დაიკეტა.

 

 

„ჩემი დაბადების დღე ამ წელს საკმაოდ განსხვავებული იქნება. განსაკუთრებულად მთხოვეს, რომ ჩემი ორი შვილი მცირე ხნით მესტუმროს, მაგრამ მათ უნდა შეინარჩუნონ უსაფრთხო დისტანცია“, განცხადა მან.

 

 

ექიმ ფრანკლენდს, რომელსაც 2015 წელს ბრიტანეთის იმპერიის უმაღლესი ჯილდო (MBE) გადაეცა ალერგიული კვლევის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ოთხი შვილი დარჩა. მისი მეუღლე, პოლინი, 2002 წელს გარდაიცვალა.

 

 

სასექსის საგრაფოში, ბატლში 1912 წლის 12 მარტს დაბადებული ფრანკლენდი კუმბრიაში გაიზარდა. მან მედიცინის შესასწავლად ოქსფორდის უნივერსიტეტს მიაშურა და მეორე მსოფლიო ომში გაწვევამდე ლონდონში, პედინგტონზე, „სეინტ მერის საავადმყოფოში“ მუშაობდა.

 

 

მეორე მსოფლიო ომში იგი ბრიტანეთის„სამეფო არმიის სამედიცინო კორპუსის“ რიგებში ექიმად მსახურობდა, მაგრამ 6 წლიდან 3,5 წელი სინგაპურში იაპონურ სამხედრო ბანაკში ტყვეობაში გაატარა.

 

 

სამედიცინო სფეროში ხანგრძლივი, 70-წლიანი მოღავაწეობისას, ძირითადად „სეინტ მერის საავადმყოფოში“, იგი ალექსანდერ ფლემინგთან ერთად მუშაობდა, რომელმაც პენიცილინი აღმოაჩინა.

 

 

მისი, როგორც იმუნოლოგის კარიერა ლონდონის „სეინტ მერის საავადმყოფოში“ 1950-იან წლებში დაიწყო. იგი იმ პაციენტებს მკურნალობდა, რომლებიც სეზონური თივისმიერი ცხელებით (ალერგია ყვავილის მტვერზე) იყვნენ შეპყრობილი.

 

 

მან საავადმყოფოს სახურავზე ყვავილის მტვრის აპარატი დადგა, რომ ჰაერში სხვადასხვა ტიპის ყვავილის მტვრის იდენტიფიცირება მოეხდინა, და თავის გუნდთან ერთად შექმნა ყვავილის მტვრის დამთვლელი სისტემა.

 

BBC-ის მიხედვით მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი