მთელი მთავრობა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, იყო გადაწყვეტილების მიღების მონაწილე, როცა განიხილებოდა სოლიდარობის კამპანიის დაწყება, რომელიც სრულად მხარდაჭერილია პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, გაზიარებული პარლამენტის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, „ქართული ოცნების” ხელმძღვანელი პირების მიერ, - აღნიშნული განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ვფიქრობ, ეს არის საყოველთაო სოლიდარობის ღონისძიებების დაწყების ნიშანი. ჩვენი სოლიდარობით, ჩვენი ერთიანობით უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რომელიც ახალი ინფექციის გავრცელების რისკმა შექმნა. ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენ თანამოქალაქეების მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფა რომ შევძლოთ, მაქსიმალური სოლიდარობა გვჭირდება. ვისაც აქვს შესაძლებლობა, მან უნდა გაიღოს და ის ინიციატივა, რომელიც „ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის მიერ არის წამოწყებული, ვფიქრობ, რომ იქნება მაგალითი როგორც საჯარო სექტორში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.