სკანდალურად ცნობილ ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ სასამართლო ემუქრება, თურქეთის სანაპიროსთან სამი წლის სირიელ ბიჭზე აილან კურდიზე კარიკატურების გამო. ჟურნალში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე აილანია გამოსახული, რომელიც სილაში წევს, ხოლო მასზე წარწერაა: „ასე ახლოს მიზანთან“. ასევე კაფეს რეკლამაა წარწერით: „ბავშვის ორი მენიუ ერთის ფასად“.
დაღუპული ბავშვის გვერდით სათაურით - „იმის დასადასტურებლად, რომ ევროპა ქრისტიანულია“, – გამოსახულია ტალღებზე მდგომი იესო ქრისტე, რომელიც ამბობს: „ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსულმანი ბავშვები კი იხრჩობიან“.
ყოველკვირეული ჟურნალის „შარლი ებდოს“ პოლიტიკა იმაზეა დაფუძნებული, რომ ხუმრობისთვის აკრძალული თემა არ არსებობს. კარიკატურების გმირები ხშირად რომის პაპი და სხვადასხვა პოლიტიკოსები ხდებიან.
2015 წლის იანვარში, წინასწარმეტყველ მოჰამედზე კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმა მოხდა. ორმა ბოროტმოქმედმა რედაქციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
სირიელ ბავშვზე კარიკატურის გამოქვეყნების შემდეგ ბრიტანელმა იურისტმა პიტერ ჰერბერტმა ჟურნალს რასისტული და ქსენოფობიური უწოდა, რაც „საფრანგეთის მორალურ გარყვნილებას ასახავს“. იურისტები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას აპირებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.