ირაკლი ძნელაძე: „საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოყვა“
03-04-2020, 20:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ძალები თავისი ქვედანაყოფებით აქტიურად არის ჩართული ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მხარდამჭერ ღონისძიებებში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ ტელეკომპანია POST-TV -ის ეთერში, გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ საუბრისას. 

 

 

ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებაზე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებას თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკაცრი ღონისძიებები მოყვა. 

 

 

„პირველი შეზღუდვა შეეხო მოგზაურობას - იტალია, გერმანია, საფრანგეთი, აზიის ქვეყნები, ამ ქვეყნებში მოგზაურებთან თუ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი, აეკრძალათ სამსახურში მოსვლა და დაევალათ მოეხსენებინათ უშუალო ხელმძღვანელისთვის, რათა შემდეგ ეტაპზე მომხდარიყო მათი სამედიცინო გამოკვლევა უკვე ადგილზე, იზოლაციაში. ამან გარკვეულწილად იმუშავა პირველ ეტაპზე, რათა არ მომხდარიყო ვირუსის შემოღწევა. შემდეგ ეტაპზე გამკაცრდა შემსვლელ - გამომსვლელთა დაშვების რეჟიმი. ყოველდღიურად ხდება ტემპერატურის გაზომვა, სიმპტომების შემოწმება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაშვება ტერიტორიაზე. ასევე აკრძალულია ვიზიტორებისა და მნახველების დაშვება. ჯარი გადასულია ყაზარმულ მდგომარეობაზე, რითაც მინიმუმამდეა დაყვანილი კონტაქტი“, აღნიშნა გენერალმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი