თბილისის ინფექციურ კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა, - განაცხადა თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„რვა ახალი შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ კლინიკაში არც ერთი არ არის. ჩვენ მივიღეთ გუშინ შესაძლო შემთხვევები, ანუ გამოსაკვლევი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც გერმანიიდან ჩამოვიდნენ. მათ დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის მეცოდინება მათი პასუხები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი ვარაუდით, მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაც რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდება.
„ჩვენი პაციენტების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული დაგვრჩა ერთი. მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, ასევე დანარჩენებიც, ანუ ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.