დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისში საცობების თემაზე და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილებისა და საცობების შემცირების მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
რამდენიმე წლის წინ თბილისში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, შემოვლითი რკინიგზის, „ვეფხის და მოყმის“ ძეგლთან პანდუსებისა და ხიდების, ასევე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდისა და გმირთა მოედანზე – ვერეს აუზთან პანდუსის მშენებლობა შეჩერდა’’, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და მერიის შესაბამის სამსახურებს 2016 წლის ბიუჯეტში ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების გათვალისწინება მოსთხოვა.
მისივე თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის და სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.