პრემიერ მინისტრი ბათუმის პორტში ორ გემს დახვდა, რომლითაც ქვეყანაში ჯამურად 63 000 კგ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები შემოვიდა
04-04-2020, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის პორტში ორი კონტეინერმზიდი გემი შემოვიდა, რომელთაგან ერთი 40 000კგ საკვებ პროდუქტით ხოლო მეორე, რომელიც - 23 000კგ  საკვებითა და მედიკამენტებით არის დატვირთული, - გემებს ბათუმის პორტში დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დახვდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საყოველთაო კარანტინის პირობებშიც კი საქართველოს პორტები რჩება ღია და სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად ხორციელდება. 

 

 

პრემიერმა ხაზი გაუსვა ბათუმსა და ფოთში ქვეყნის მთავარი ნავსადგურების გამართულ საქმიანობას, ვინაიდან, სურსათითა და პირველადი მოთხოვნილების პროდუქციით, სახმელეთო გამშვებ პუნქტებთან ერთად, საქართველო საზღვაო პორტების მეშვეობითაც მარაგდება.

 

 

საქართველოს პორტებში უზრუნველყოფილია გემების უსაფრთხო და დროული შემოსვლა-გასვლა.

 


კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მარტიდან გამკაცრებულია წესები საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის. შემოსვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ. ასევე, დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; მიღებულია ყველა ზომა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.



ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვა გაზრდილია. 2020 წლის მარტში ბათუმის პორტში შემოსული ტვირთი 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით - 150%-ით არის გაზრდილი, კონტეინერები - 50%-ით, გენერალური ტვირთი კი - 52%.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი