ამირან გამყრელიძე: „ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს მთლიანად საზოგადოებისთვისაა, რადგან ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანი არის მოსახლეობის ჯანმრთელობა“
04-04-2020, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფიქრობ, საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეკლესიისა და ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანია, მოსახლეობის ჯანმრთელობა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მან უპასუხა მედიის კითხვას, სადაც აღნიშნული იყო, რომ აპრილში კოონავირუსის გავრცელების პიკია მოსალოდნელი და ეკლესია ისევ არ ცვლის წესს. 

 

 

„მოგეხსენებათ, საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდში გააკეთეს ორი მნიშვნელოვანი განცხადება, სადაც მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია გათვალისწინებული, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო და მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამიტომ, მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით  ჩვენი პოზიცია თქვენ იცით, ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, ბევრი ადამიანის ერთად თავშეყრა აკრძალულია. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რადგან ეკლესიისა და ჩვენი, ყველას ძირითადი მიზანია, მოსახლოება იყოს ჯანმრთელი“ , – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი