[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი იან კელი, საქართველოში გამომგზავრებამდე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ თბილისს პირველად 1976 წელს სტუდენტობის პერიოდში ესტუმრა. მისი თქმით, შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე.
"მოუთმენლად ველი, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა მან სრულად განახორციელოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს", - ამბობს კელი და განაგრძობს, რომ განსაკუთრებით პატივისცემით უყურებს საქართველოს წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისა საქმეში.
ელჩის თქმით, ის ეუთოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ყოფნისას და 2013 წელს მინსკის თანათავმჯდომარეობისას, კარგად ჩაწვდა საქართველოს წინაშე მდგარ რეგიონულ გამოწვევებს და მოწადინებულია დაეხმაროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის სავაჭრო გზის გამოცოცხლების მხრივ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.