საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადა ქ. ზუგდიდში შვიდ საკონტროლო გამშვებ პუნქტს 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს. ბრიგადის პირადი შემადგენლობა ქალაქში შემავალი და გამომავალი ყველა სატრანსპორტო საშუალების კონტროლსა და სპეციალურად მოწყობილ ადგილას სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას უზრუნველყოფს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სამედიცინო ჯგუფის მიერ საგუშაგოებზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან კოორდინაციით შეტყობინებას საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრსა და დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრში აგზავნიან. ამის შემდეგ კი, მოქალაქე შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაჰყავთ.
დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მიერ სულ 25 გადაადგილების კონტროლისა და გადაადგილების შეზღუდვის პუნქტია მოწყობილი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ზუგდიდის საკონტროლო გამშვებ პუნქტებს საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მხარდაჭერის მიზნით აკონტროლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.