ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კარანტინის წესებსა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, მერმა ანი მოსოიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, სუმბატ კიურეღიანმა მოადგილეებთან ერთად, საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ტიგრან ეღოიანმა, სასწრაფო დახმარების უფროსმა ქრისტინე არზუმანიანმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს შეხვედრა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის რგოლთან, სოფლის ექიმებთან, სადაც განიხილეს არსებული პრობლემები, შექმნილი გარემოებები და შემთხვევები.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის დასამარცხებლად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. მათ მუშაობა საშუალებას იძლევა გადაუდებელი და სტაციონარული მომსახურება განხორციელდეს“, განაცხადა მერმა, ანი მოსოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.