ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მზეზე გარუჯვა არ არის ნებადართული და შესაძლოა სახლის გარეთ ვარჯიშიც აიკრძალოს
05-04-2020, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიტანეთში ღია სივრცეებში, სახლის გარეთ ვარჯიში შესაძლოა აიკრძალოს, თუკი ადამიანები სახლში დარჩენის წესებისა და სოციალური დისტანცირების იგნორირებას მოახდენენ, გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მათ ჰანკოკმა მოსახლეობა.

 

 

BBC-ისთან საუბრისას მინისტრმა თქვა: „თუკი არ გინდათ, რომ ჩვენ ასეთი ნაბიჯი გადავდგათ, ავკრძალოთ ყველა სახის ვარჯიში თქვენი სახლის გარეთ, მაშინ თქვენ უნდა მიჰყვეთ წესების დაცვას“.

 

 

მანამდე ჰანკოკმა, რომელსაც გასულ თვეს კორონავირუსზე ტესტირებისას დადებითი შედეგი დაუდასტურდა, თქვა, რომ მზეზე გარუჯვა არ არის ნებადართული და „საკმაოდ დაუჯერებელია“, რომ ადამიანები ჯერ კიდევ გადიან სახლებიდან მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის.

 

 

მინისტრმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის დრო დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ხალხი. „რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება შინ, მით უფრო ნაკლებად გავრცელდება ვირუსი“.

 

 

შეკითხვაზე, რამდენი სანიტარი დაიღუპა „კოვიდ-19“-ისგან, ჰანკოკმა თქვა, რომ ბოლო მონაცემებით, სამი მედიცინის და არის გარდაცვლილი.

  

 

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დიდ ბრიტანეთში 7,000-დან 20,000-მდე ადამიანის სიკვდილია მოსალოდნელი. აღნიშნული შეფასება ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემოლოგმა, პროფესორმა ნილ ფერგიუსონმა გააკეთა. როგორც მან BBC-ის უთხრა, არსებობს „გარკვეული ნიშნები“ იმისა, რომ ქვეყნის დახურვამ ვირუსის გავრცელება შეანელა და დაამატა, რომ მოსალოდნელია ეპიდემიამ შემდეგ 7-დან 10 დღემდე პერიოდში მიაღწიოს უმაღლეს ნიშნულს.  

 

 

ფერგიუსონმა, რომლის რჩევებითაც ხელმძღვანელობს დიდი ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას, განაცხადა: „ამგვარად, ის რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არის ის, რამდენად სწრაფად ჩამოვა დაბლა შემთხვევების რაოდენობა - ვიხილავთ, ხანგრძლივ, ერთ დონეზე შენარჩუნებულ პიკს, თუ მომსწრე ვიქნებით, როგორც ჩვენ ამის იმედი გვაქვს, გაცილებით სწრაფი კლებისა?  ეს ნამდვილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ამჟამინდელი ზომები“.

 

 

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სტივენ პოუისმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თუკი დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20,000-ზე დაბალ ნიშნულზე იქნება შენარჩუნებული, „ჩვენ ძალიან კარგად გვექნება მუშაობა გაწეული“.

 

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა კიდევ 708 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,313 შეადგინა. ჯანდაცვისა და სოციალური მზრუნველობის დეპარტამენტის მიერ შაბათ შუადღისას გამოქვეყნებული მონაცემები ხუთშაბათ საღამოს 5 საათიდან, პარასკევ საღამოს 5 საათამდე პერიოდს მოიცავს.

 


შაბათ დილის 9 საათისთვის კორონავირუსზე ჩატარებული 183,190 ტესტირებიდან კი პოზიტიური შედეგი 41,903 ადამიანმა აჩვენა.

 

 

ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 60,000-ზე მეტი, გამოჯანმრთელებულია 250,000 პაციენტი.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 1
#1   Mickey turner
      
I found the information provided in this post to be highly relevant and current, making it a valuable resource for industry professionals. Minimizer bra for heavy breast
13 თებერვალი 2023 14:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი