დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება.
„გზებზე ფასის დაწესება თბილისის მერიაში არ განიხილება. რაც განაცხადა ბატონმა ავთანდილ სუდაძემ, ეს უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითი იყო და მისი პერსონალური მოსაზრება. რაც გავრცელდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოღებული იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თბილისის მერიაში, თბილისის ტერიტორიაზე არსებულ გზებზე არც ერთ შემთხვევაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება", - განაცხადა ლექვინაძემ.
ლექვინაძის თქმით, თბილისში საცობებების მთავარი მიზეზი ავტომობილების გაზრდილი პარკია. მერის მოადგილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 390 000-მდეა. ამას გარდა, დედაქალაქში ყოველდღიურად 500 000-მდე ავტომობილი მოძრაობს. ლექვინაძის განცხადებით, ამ მოცულობის ავტომობილების გადაადგილების უზრუნველყოფას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, ამიტომ ამ კუთხით თბილისის მერია ორი მიმართულებით მუშაობს.
„ერთი მიმართულებაა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება, რესტავრაცია. თბილისში მიმდინარე ამ ტიპის მასშტაბურ სამუშაოებს თითოეული თქვენგანი ძალიან კარგად ხედავას. მეორე მიმართულებაა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, რომ საცობების პრობლემის გადაჭრისას დიდი ქალაქები რამდენიმე ხერხს მიმართავენ, მათ შორის არის ქუჩებზე ფასიანი გადაადგილების დაწესება, ზოგ მონაკვეთზე კი მოძრაობა სრულად იზღუდება.
„ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის სწორ განვითარებას, დიდ ხანს შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება. სხვა შემთხვევაში კი ოდესმე დადგება ის დღე, როცა ქალაქი იძულებული გახდება, შეზღუდვები დააწესოს, სადაც ქალაქის ყველა ქუჩაზე გადაადგილება იქნება ან ფასიანი, ან სხვა რომელიმე მეთოდით იქნება განტვირთული", - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.