ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული სამველ პეტროსიანის საცხოვრებელი სახლიდან 14 სახეობის სამხედრო დანიშნულების იარაღი იქნა ამოღებული და კითხულობს, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს შეიარაღება პეტროსიანს
06-04-2020, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ენზელ მკოიანი ახალქალაქში 2020 წლის 26 მარტის მოვლენების სამართლიანი გაშუქებისათვის საქართველოს და სომხეთის ცენტრალურ მედიას მადლობას უხდის და მოითხოვს მისი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრზე, სამველ პეტროსიანზე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცრებას. 

 

 

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხურ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ენზელ მკოიანი აღნიშნავს, რომ სამველ პეტროსიანის საცხოვრებელი სახლიდან 14 სახეობის სამხედრო დანიშნულების იარაღი იქნა ამოღებული და კითხულობს, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს შეიარაღება პეტროსიანს?

 

 

„იგი არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და პოლიციის ყოფილი უფროსი საქართველოში და იგი თავად უნდა ყოფილიყო მშვიდობისა და სახელმწიფოს სტაბილირურობის გარანტორი“, წერს მკოიანი და ამატებს, რომ ახალქალაქის „პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის დროს მან ეს იარაღი მოსახლეობიდან ამოიღო და მისი პირდაპირი მოვალეობა იყო, რომ ეს იარაღი სახელმწიფოსათვის გადაეცა და ნაცვლად ამისა, პეტროსიანმა სახელმწიფოს კანონების ხელყოფით მიისაკუთრა აღნიშნული იარაღი და აქ ჩნდება კითხვა. რისთვის სჭირდება პეტროსიანს ეს სამხედრო შეიარაღება?... შესაძლოა მას სხვა განზრახვები ჰქონდეს? ეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არ ვეთანხმები იმას, რა მუხლითაც მიმდინარეობს სამველ პეტროსიანზე გამოძიება. მე მივმართავ შესაბამის ორგანოებს, რომ მოხდეს ამ მუხლის, მკვლელობის მცდელობის გადაკვალიფიცირება და დამნაშავე დასჯილი უნდა იყოს კანონის სრული შესაბამისობით“, აცხადებს ენზელ მკოიანი.

 

 

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას და ვიდეომასალას ავრცელებს და ირწმუნება, რომ პეტროსიანმა მისი მიმართულებით „სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა“. 

 

 

„პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით 3-ჯერ, დამიზნებით ისროლა და ჩემს მოკვლას აპირებდა; რომ არა ის ფაქტი, რომ მე-4 გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო“- აცხადებს ენზელ მკოიანი.

 

 

ახალქალაქში მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულ სამველ პეტროსიანს და კიდევ ერთ პირს, ენზელ მკოიანის ძმისშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი