სამხედროები სარფი-ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთს აკონტროლებენ
06-04-2020, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტროლებს სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთს. სამხედროებს გადაადგილების კონტროლის პუნქტზე 24 საათის განმავლობაში აქტიურად უწევთ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია და მგზავრების თერმოსკრინინგი.

 


მოძრაობა მკაცრად კონტროლდება ასევე, ქობულეთი-ბათუმისა და ხელვაჩაურის გზების მონაკვეთზე, სადაც საგანგებოდ მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტებზე II ქვეითი ბრიგადის სამხედროები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებთან ერთად ახდენენ ავტომანქანების გადაადგილების კონტროლსა და მოქალაქეების ჯანმრთელობის პირველად შემოწმებას.

 


საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ აჭარაში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა 6 გადაადგილების კონტროლის პუნქტს აკონტროლებს. მათგან სამ ძირითად გამშვებ პუნქტზე II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები არიან მობილიზებული. დანარჩენი სამი კი, გადაადგილების შეზღუდული პუნქტია, სადაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადასული სპეციალური ოპერაციების ძალებია მობილიზებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი