თბილისში სამ ლოკაციაზე სანოტარო მომსახურება განახლდა, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება თითო ლოკაციაზე შეიძლება.
„დღეს დილიდან თბილისში სამ ლოკაციაზე განახლდა სანოტარო მომსახურების გაცემა. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ქუჩაზე, ეროვნული არქივი საბურთალოზე და ქორწინების სახლი იუსტიციის სახლის შენობაში. ასევე თითო ლოკაციაზე შესაძლებელია სანოტარო მომსახურების მიღება ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვას და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად დაცვას, გავცემთ თანხმობას ამ ბიუროების გახსნაზე. ხვალიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაახლებს ეროვნული არქივი, ოთხშაბათიდან კი ელექტრონულ მომსახურებას სამოქალაქო და საჯარო რეესტრები განაახლებენ“, - განაცხადა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.