ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე, კოალიციის დაშლის შესაძლებლობასა და რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლის შესახებ კომენტარები გააკეთა.
კოალიცია ,,ქართული ოცნების" დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა მომავალში გამორიცხული არაფერია,- განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
"არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და პარტიასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები იქნება, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე განიხილება, შესაბამისად ღია იქნება ყველაფერი საზოგადოებისათვის",- აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, კალაძემ ამბობს, რომ ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
"მე ვერ გეტყვით, ბატონი ბიძინა იქნება თუ არა პარტიულ სიაში, მის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ ამაზე. უმჯობესია, ბატონ ბიძინას დაუსვათ ეს კითხვა",-აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხე არ არსებობს. "მე ვერ ვხედავ ამ საფრთხეს, ზოგადად, შეიძლება ერთ დროს, კოალიცია დაიშალოს, ეს დემოკრატიული მომენტია და ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ეს ასე გაგრძელდება," - განაცხადა კახა კლაძემ.
მისივე თქმით, კოალიციიდან რესპუბლიკელების გამოსვლის თაობაზე ინფორმაცია, მიზანმიმართულადაა გავრცელებული.
"ეს არის მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, დეზინფორმაცია. "რესპუბლიკელები" არიან ჩვენი გუნდის წევრი. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს საგარეჯოსა და მარტვილში, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად გავლენ და წარმატებას მიაღწევენ", - განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.