„უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, დამატებით, კიდევ ორი ავიარეისი განხორციელდება, ბარსელონისა და ვარშავის მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც, ეტაპობრივად განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესს. დღეისათვის უკვე საქართველოს 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში ჩვენი ხელშეწყობით და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება - არსებული წესებისა და პრაქტიკის შესაბამისად” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა ორი ახალი მიმართულების დანიშვნა: 24 აპრილი: თბილისი-ბარსელონა-თბილისი და
27 აპრილი: თბილისი-ვარშავა-თბილისი.
მინისტრის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უშუალო კოორდინაციით, უკვე განხორციელდა რამდენიმე რეისი ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებთან“ თანამშრომლობით და მიმდინარეობს მუშაობა მოქალაქეების შემდგომ, ეტაპობრივ გამოყვანაზე.
მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა უახლოესი ფრენების განრიგი:
7 აპრილი: თბილისი-ათენი-თბილისი
10 აპრილი: თბილისი-ლარნაკა-თბილისი
12 აპრილი: თბილისი-ბერლინი-თბილისი
14 აპრილი: თბილისი-ამსტერდამი-თბილისი
16 აპრილი: თბილისი-პარიზი-თბილისი
18 აპრილი: თბილისი-თელ-ავივი-თბილისი
21 აპრილი: თბილისი-რომი-თბილისი
აღნიშნულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია მოხდება ფრენის გაცხადებულ თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე. რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროთი.
მთავრობის აქტიური მუშაობით, ამ ეტაპზე, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.