საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ
06-04-2020, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.

 

 

სამწყობრო მოედანზე საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები რეგიონში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე ინაცვლებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით მოქალაქეების გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.

 

 

ბრიგადის პირადი შემადგენლობა გორის შესასვლელებთან 5 საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული. ხუთივე საგუშაგოსთან საველე სამედიცინო პუნქტებია მოწყობილი, სადაც I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ექიმები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. დღის განმავლობაში ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მედპერსონალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და აღმოსავლეთის სარდლობის მართვის ცენტრს ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის. თერმოსკრინინგის გავლამდე მოქალაქეებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, რათა არ დაირღვეს 2-მეტრიანი დისტანცია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პუნქტებთან დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო სისტემების დახმარებით იღებენ.

 

 

ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო ბანერებიც. პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ავტომანქანას სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი